პროექტებით სწავლება
Tuesday, November 20, 2018
რეფლექსია
პროექტებით სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც მასწავლებლისთვის, ეს ტრენინგი საშუალებას მაძლევს დავგეგმო უფრო საინტერესო და პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილები, რაც მოსწავლეებში მოტივაციის ზრდის კარგი საშუალებაცაა.
Monday, November 19, 2018
Thursday, November 15, 2018
მოსწავლეების შეფასება
მოსწავლეების შესაფასებლად გამოვიყენებ გონებრივ იერიშს, დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე. შეფასების საშუალებაა თვალსაჩინოს დაწერილი საკითხები. მომდევნო ეტაპზე ვადგენ პროექტის გეგმას, მოსწავლეები მოახდენენ ურთიერთშეფასებას. ვიყენებთ ფორმას და კითხვარს. დასრულების შემდეგ ადგენენ სკვერის მაკეტს, ვავსებთ პორტფოლიოს. შეფასების საშუალებად ვიყენებტ ჩეკლისტს, რუბრიკას, რომელიც გვეხმარება რეფლექსიის დაწერაში.
Sunday, October 14, 2018
მეორე მოდულის რეფლექსია
პროექტის მიმდინარეობისას დაგვეხმარება მიმართულების მიმცემი - ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი საკვანძო კითხვების დასმა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები. . ვმვ-ს ცხრილი დამეხმერება გავიგო რამდენად სწორად ფიქრობენ მოსწავლეები პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე.
Saturday, October 13, 2018
მიზნის განსაზღვრა პროექტში
ვგეგმავ პროექტს სკოლის ეზოს გამწვანების შესახებ. ვფიქრობ მოსწავლეები ინტერესით ჩაერთვებიან ეზოს გალამაზებისა საქმეში, რაშიც გამოიყენებენ მათემატიკის გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას გეომეტრიული ფიგურების შესახებ, გამოიყენებენ ზომის ერთეულებს, პრაქკულად აზომავენ ეზოს, განსაზღვრავენ გამწვანებისათვის საჭირო ფართობს.
Subscribe to:
Posts (Atom)